ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოში ამ დილითაც, ისევ საგანგაშო სურათია.

ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პროტესტის უფლებას, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა.

ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა", - წერს ცაჰკნა.