საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ცნობით, ნიდ.ერლანდებს ახალი მთავრობა ჰყავს
"ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თავისი ოფისის გასაღები ახალ პრემიერ-მინისტრ დიკ სხოფს გადააბარა და ველოსიპედით წავიდა სახლში", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს NATO-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის თაობაზე.
მარკ რუტე NATO–ს გენერალური მდივნის თანამდებობას 1 ოქტომბრიდან დაიკავებს.