NATO–ს გენერალური მდივანი მარკ რუტე "საქართველოს მოუწოდებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს".
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების მათი ამბიციების ჩათვლით", - განაცხადა მარკ რუტემ.