ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი დახმარებას უწევს მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული ჩარევის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროინტეგრაციის თაობაზე რეფერენდუმის წინა. ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს პრეზიდენტ მაია სანდუს მთავრობასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს მოლდოვაში სტაბილური დემოკრატიის ასაშენებლად და რომელსაც შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჰიბრიდულ ჩარევებს. 

„ჩვენ ვხედავთ ამგვარ ჰიბრიდულ ჩარევებს ყველა მოკავშირის შემთხვევაში, მაგრამ ასევე მოლდოვაში. აშკარაა, რომ რუსეთს აქ თავისი მიზანი აქვს: მოლდოვას პროევროპული ტრაექტორიის ჩაშლა. ჩვენ მათ იქ ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია“, - თქვა რუტემ.

მან დასძინა, რომ ალიანსი ავითარებს მოლდოვის თავდაცვით შესაძლებლობებს და ეხმარება დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ყველაზე ძლიერები, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ამას და რომ შედგეს თავისუფალი არჩევნები და მოლდოვა განვითარდეს როგორც თავისუფალი საზოგადოება“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.