NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნას რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კურსკის რეგიონში.
რუტემ თქვა, რომ სამხრეთ კორეის დელეგაციამ აცნობა NATO-ს, ასევე იაპონიას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, რომ მათი სამსახურებისთვის ცნობილია რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ყოფნისა და ომში მათი ჩართვის შესახებ.
"დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალი გაიგზავნა რუსეთში და ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფები განლაგებულია კურსკის რეგიონში... ეს არის მნიშვნელოვანი ესკალაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის უკანონო ომში ჩართვაში.
ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მორიგი დარღვევა.
ასევე, ეს არის რუსეთის ომის სახიფათო გაფართოება.
ნატო მოუწოდებს რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება საფრთხეს წარმოადგენს როგორც წყნარი ოკეანის, ისე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა რუტემ.