NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ იგი X-ზე წერს.
"ახლახან მივულოცე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები. მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, რათა მშვიდობა NATO-ს მეშვეობით გავაძლიეროთ', – წერს მარკ რუტე.
I just congratulated @realDonaldTrump on his election as President of the United States. His leadership will again be key to keeping our Alliance strong. I look forward to working with him again to advance peace through strength through #NATO.
— Mark Rutte (@SecGenNATO) November 6, 2024
ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.