NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჰააგაში ალიანსის სამიტის დროს წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თემაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

მისი თქმით, მიზანია უკრაინის წინააღმდეგობისთვის საუკეთესო პირობების შექმნა და მომავალში გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.

რუტემ აღნიშნა, რომ სამიტის დროს NATO-ს 32 წევრი სახელმწიფო უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებასა და მის მხარდაჭერაზე იმსჯელებს, ვიდრე საომარი მოქმედებები გრძელდება.

"რაც შეეხება უკრაინას, ესეც სამიტზე განხილვის თემა იქნება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ, ვიდრე ბრძოლა გრძელდება, მიიღოს ყველა შესაძლო კოლექტიური მხარდაჭერა, რათა ჰქონდეს საუკეთესო პოზიცია მის გასაგრძელებლად", - აღნიშნა მარკ რუტემ.