რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, 2 ივნისს სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ჩავა.

"ვადასტურებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში იქნება მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის. ის მემორანდუმის პროექტით და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სხვა წინადადებებით ჩავა", – განაცხადა მარია ზახაროვამ.