რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა მოლდოვიდან რუსი დიპლომატების გამოძევების ამბავს გამოეხმაურა.
"რუსეთის საელჩო მოლდოვაში მკაცრად მოქმედებს 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის ფარგლებში და არ ერევა მოლდოვის რესპუბლიკის შიდა საქმეებში. მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან მტრულ ქმედებებს რუსეთი ხისტ ადეკვატურ პასუხს გასცემს". – თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატების გამოძევება კიშინიოვის ანტირუსული კურსის ნაწილია.