რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ამერიკელებს და რუსებს შორის არსებული კომუნიკაციის წყალობით ამერიკულმა მხარემ უკეთ გაიაზრა რუსეთის არგუმენტები „უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის შესახებ“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე გვისმენენ. მიგვაჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მათ უკეთესად ესმით გარკვეული ასპექტები, უკეთ იგებენ ჩვენს არგუმენტებს უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უალტერნატივობის შესახებ“, – განაცხადა ხაზაროვამ.

მარია ზახაროვას თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ცდილობს, გაიგოს დეტალები, პრობლემის არსი, რათა შეიმუშაოს საკუთარი აზრი სიტუაციის შესახებ და მისი გადაჭრის შესაძლო გზები.

ეს ყველაფერი მოითხოვს მოთმინებას, დროს და, რა თქმა უნდა, ფრთხილ, გადამოწმებულ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია ფაქტების შესწავლაზე. ბუნებრივია, ჩვენ ამ გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

თარგმანი: პირველი არხი