რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს მონაწილეობას მეორე სამშვიდობო სამიტში.

ზახაროვამ მეორე სამშვიდობო სამიტის მომზადებას უწოდა „ანგლო-საქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება“, რომელთაც სურთ „ზელენსკის აბსოლუტურად შეუსაბამო ფორმულის, როგორც კონფლიქტის მოგვარების არაალტერნატიული საფუძვლის მხარდაჭერას მიაღწიონ მსოფლიო უმრავლესობის მხრიდან და მისი სახელით რუსეთს დანებების ულტიმატუმი წარუდგინოს.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ასეთ „სამიტებში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.