კურსკში ამერიკელი დაქირავებული სამხედროები იბრძვიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
"ამერიკელმა დაქირავებულმა სამხედროებმა კურსკის ოლქში, საბავშვო მოედანზე გადაღებული ფოტოები დემონსტრაციულად გამოაქვეყნეს. გამოდის მებრძოლები არღვევენ ჰუმანიტარულ კანონებს, არ აწუხებთ მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი, მზად არიან ისინი ფარად გამოიყენონ, ზუსტად ისე, როგორც ამას ფაშისტები შვებოდნენ ბრესტის ციხესიმაგრის აღებისას", - განაცხადა მარია ზახაროვამ.