კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

"ნიღბები ჩამოხსნილია. "უცხოური აგენტების" კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით.

კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას", –  წერს მარგუს ცაჰკნა.