ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მკაფიო ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, დაუბრუნდეს ევროპულ ნორმებს.

„ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაფიო ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, - წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.