საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და უნდა მოიტანოს ისეთი პირობები, რომლებიც კიევს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მოგებიანი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს განცხადება მაკრონმა, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ის უნდა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თუნდაც რამდენიმე თვე. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რათა შემდეგ შევძლოთ მოლაპარაკებების ეტაპის შესაბამის პირობებში დაწყება," - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებთან მაკრონმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ევროპულ "ერთობაზე" ისაუბრა და ასევე დაადასტურა საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების "უპირობო მხარდაჭერა უკრაინისადმი."

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, მაგრამ ასევე, რომ ვერ გაიმეოროს ეს ომი ," - თქვა მან.

როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდასა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინის ნატოსკენ სწრაფვასა და უსაფრთხოების გარანტიებზე.