საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში საფრანგეთი მზად იქნება რომ რუსეთის გამარჯვება არ დაუშვას. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელევიზიებთან უკრაინის საკითხზე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონის თქმით, რუსეთის გამარჯვება "გაანულებს" ევროპის რეპუტაციას და ავტორიტეტს, რადგანაც ამ ომში მთელი კონტინენტის უსაფრთხოება დევს ფსონად - "კონფლიქტში, რომელიც ეგზისტენციალური საფრანგეთისა და ევროპისთვის."
მაკრონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს გააუქმონ უკრაინის დახმარებაზე საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები და გადახედონ საკუთარ ლექსიკას.
"თუ უკრაინაში ვითარება გაუარესდება ჩვენ მზად ვიქნებით, მოვიქცეთ ისე, რომ არასდროს დავუშვათ რუსეთის გამარჯვება",- განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის გამარჯვებით შეიცვლება საფრანგეთის ცხოვრებაც, რადგანაც "ევროპა უსაფრთხო აღარ იქნება."