აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„ჯო ბაიდენი თუ არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის, ის სასწრაფოდ უნდა გადადგეს. 5 ნოემბერი საკმარისად მალე ვერ მოვა," - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.