ასეთი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელ  საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან" სატელეფონო საუბარში გააკეთა. ჯო ბაიდენს „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა"

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დონალდ ტრამპმა მას „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა".

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია, ვინ იქნება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი, ტრამპი აცხადებს, რომ , მისი აზრით, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, - წერს ტელეკომპანია „სიენენი" თავის პორტალზე.