მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის რესპუბლიკის ორდენი მიანიჭა.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მამაცო ხალხო. მოლდოვა გვერდში უდგას ყველას, ვისაც თავისუფლების, ღირსებისა და ევროპულ მომავლის სჯერა. ჩვენი გზები შესაძლოა ყოველთვის მარტივი არ იყოს – თუმცა, ისინი ღირს ერთად გასავლელად. საქართველოს გაუმარჯოს!". - წერს სანდუ X-ზე.

ამასთან, სანდუს თქმით, ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს – რესპუბლიკის ორდენს ანიჭებს.

"ქართველი ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად პრეზიდენტ ზურაბიშვილს რესპუბლიკის ორდენს ვანიჭებთ. მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი ყველას შთაგვაგონებს". - წერს სანდუ.