ბზობის დღეს რუსეთმა სუმი დაბომბა და ხალხი მოკლა, მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს.

"ბზობის კვირა დღე მშვიდობის დღეა.

დღეს დილით, როდესაც ხალხი სალოცავად იკრიბებოდა, რუსეთმა სუმი დაბომბა, მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლა და დაჭრა. მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს და მოითხოვს მეტ საჰაერო თავდაცვას უკრაინისთვის, რათა სიცოცხლეები გადარჩეს.

აგრესორმა პასუხი უნდა აგოს. ასეთ სიბოროტეს გამართლება არ აქვს", - წერს მაია სანდუ.