მოლდოვის ტერიტორიაზე რუსეთის ორი დრონი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე ავრცელებს.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვაში კიდევ ერთხელ ჩამოაღწია. შაჰიდის დრონმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, ორი მათგანი ჩვენ მიწაზე აფეთქდა და მოლდოველების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.
რუსეთი პატივს არ სცემს საზღვრებს, თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს და ავრცელებს ტერორს. უკრაინის წინააღმდეგ მისი ომი დანაშაულია" – წერს მაია სანდუ.
Russia’s war on Ukraine crossed into Moldova again. Shahed drones violated our airspace, two exploded on our soil, putting Moldovan lives at risk.
— Maia Sandu (@sandumaiamd) February 13, 2025
Russia respects no borders, attacks civilians, spreads terror. Its war on Ukraine is criminal. Leave us, peaceful nations, alone. pic.twitter.com/6PYD8oKkIz