ბრაზილიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოქმედმა პრეზიდენტმა მოიგო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ატვირთული მონაცემების თანახმად, დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 99,88%.
ბრაზილიის მოქმედ პრეზიდენტს, ლუის იგნასიო ლულა და სილვას ხმა მისცა 64 მილიონ 149 ათას 501-მა ამომრჩეველმა, რაც კენჭისყრაში მონაწილეთა ნამდვილად ჩათვლილი ბიულეტენების 51,76%-ს შეადგენს.
ფლავიო ბოლსონარუს ხმა მისცა 59 მილიონ 778 ათას 349 ამომრჩეველმა, რაც კენჭისყრაში მონაწილეთა ნამდვილად ჩათვლილი ბიულეტენების 48,24%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფლავიო ბოლსონარუს 47.16% ჰქონდა, ლუის იგნასიო ლულა და სილვას კი 45,01%
მოამზადა რაულ კაპანაძემ




