ბრაზილიაში გამართულ დრამატულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების თითქმის 99% უკვე დათვლილია, რამაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ ქვეყანას წინ საარჩევნო მარათონის მეორე ტური ელოდება.
მემარჯვენე „ლიბერალური პარტიის“ კანდიდატი, სენატორი ფლავიო ბოლსონარუ ხმების 47.16%-ით ლიდერობს, ხოლო მოქმედი მემარცხენე პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების 45,01%-ს ფლობს.
ფლავიო ბოლსონარუ - 47.16%
ლუის იგნასიო ლულა და სილვა 45,01%
ავგუსტო კური - 2.90%
რენან სანტოსი- 2,25%
რონალდუ კაიადუ- 2,19%
ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, ლათინური ამერიკის უმსხვილესი ქვეყნის მომავალი ლიდერის ვინაობა 25 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურში გადაწყდება.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




