ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს აზრით, რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრით კიევს სურს, მოსკოვს ბირთვული იარაღის გამოყენება აიძულოს, რათა რუსეთმა უკანასკნელი მხარდამჭერებიც დაკარგოს.
"ზუსტად ვიცი, როგორ გაუხარდებოდათ უკრაინაში, რუსეთს ან ჩვენ რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოგვეყენებინა, რადგან ასეთ შემთხვევაში მოკავშირეები აღარ დაგვრჩებოდა - ზურგს შეგვაქცევდნენ ისინიც კი, ვისაც ესმის პუტინის პოზიციის მიმდინარე ომთან დაკავშირებით, თუნდაც მას ღიად მხარდაჭერას არ უცხადებდეს. ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინიც გაგვექცეოდნენ. ეს რომ არ მოხდეს, ეს ჩხუბი რომ დავასრულოთ, აუცილებელია მოლაპარაკებები" - განაცხადა ლუკაშენკომ.