ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო გამოსვლების საქმეში მსჯავრდადებული 30 ადამიანი შეიწყალა. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"16 აგვისტოს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ დანაშაულში მსჯავრდადებული 30 პირის შეწყალების შესახებ.
შეწყალებულთა შორის 14 ქალი და 16 მამაკაცია, მათგან ზოგიერთს მძიმე დაავადება აქვს. არიან საპენსიო ასაკის ადამიანები.
ყველამ აღიარა დანაშაული, გულწრფელად მოინანია თავისი ქმედება და კანონიერი ცხოვრების წესის მოწოდება. სახელმწიფოს მეთაურის სახელით მსგავსი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ხელმოწერილი შეწყალების აქტი ფაქტობრივად არის შანსი ამ პირებისთვის, რომ რეაბილიტაცია გაუკეთონ სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს ბელარუსში ასობით ადამიანი დააკავეს.