აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს სამშვიდობო შეთანხმებას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველაფერი უნდა გააკეთოს და უკრაინას Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს რუსეთში არსებულ სამხედრო ქარხნებზე დარტყმებისთვის. ამის შეასხებ გრემმა NBC News-ის ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობას. ვცდილობთ პუტინი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავაბრუნოთ, მაგრამ ის უარყოფს ჩვენს ყველა მცდელობას. თუ ის ამჯერად "არას" იტყვის, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი შემდეგს გააკეთებს: ის ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო და, რაც მთავარია, დააკავებს გემებს, რომლებიც სანქცირებული რუსული ნავთობის გადატანას ახდენენ, როგორც ეს ვენესუელაში ხდება.
თუ პუტინი უარს იტყვის, ჩვენ ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ თამაშის გეგმა, მათ შორის Tomahawk-ის რაკეტების უკრაინაში გადატანის შესახებ, რათა მან რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმები შეძლოს. მე წავიდოდი ვა-ბანკზე, თუ პუტინი "არას" იტყვის", - განაცხადა გრემმა.








