აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უკრაინისთვის Tomahawk ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას, ტრამპმა უპასუხა: "არა, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა".

ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი პასუხია: "არა".

ტრამპს ასევე კიდევ ერთხელ ჰკითხეს, არის თუ არა უკვე  "ბოლო წვეთი" რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, ომის დასრულების სურვილის არქონასთან დაკავშირებით

"ბოლო წვეთი არ იქნება. ზოგჯერ ორივე მხარეს ბრძოლის უფლება უნდა მიეცეს. და ისინი იბრძვიან. ეს პუტინისთვის რთული ომია. მან ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, შესაძლოა მილიონიც. მაგრამ უკრაინისთვისაც რთულია ბრძოლა", - განაცხადა ტრამპმა.