ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებაც 700 მილიარდზე მეტად შეფასდა, - წერს „ფორბსი“.
„ფორბსის“ შეფასებით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, სოციალურ ქსელი X-ის მფლობელის და საავტომობილო კომპანია „ტესლას“ თანადამფუძნებლის, ილონ მასკის ქონების ღირებულება 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
პარასკევს, დელავერის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორის აქციების ოფციონებზე, ღირებულებით 139 მილიარდი დოლარი, უარის თქმას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ფორბსმა“ თავის გათვლებში ოფციონების სრული ღირებულება ჩართო, რამაც მასკის წმინდა ქონება 69,5 მილიარდი დოლარით გაზარდა და ამჟამად მისი ქონების ღირებულება 749 მილიარდ დოლარს შეადგენს.




