ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი ბელარუსში 26 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ევროპამ არ უნდა დააიგნოროს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის საფრთხე.
ბუდრისის თქმით, ბელარუსში 26 იანვარს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ლუკაშენკოს ხელახალი დანიშვნის ღონისძიებაა.
„ბელარუსის რეჟიმი ამ შაბათ-კვირას ემზადება ლუკაშენკოს ხელახალი დანიშვნის ღონისძიებისთვის, ევროპამ გულწრფელად უნდა ისაუბროს მის მეზობლად არსებულ დიქტატურაზე“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას ხუთი კანდიდატი მიიღებს. მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად პირველად 1994 წელს აირჩიეს.
თარგმანი: პირველი არხი