ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ცოტა ხნის წინ ლიბანიდან ქვემო გალილეისკენ სულ მცირე 10 რაკეტა გაისროლეს.
რაკეტების ნაწილი ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ნაწილი კი ღია ადგილებში დაეცა.
დაშავებულების ან დიდი ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა, მისი ტრაექტორიის დადგენა და ჩამოგდება ისრაელის „რკინის გუმბათისთვის" ტექნიკური თვალსაზრისით არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, თუმცა მათი ნეიტრალიზაციის მიზნით რაკეტების გასროლა არა მხოლოდ დიდ ფინანსებს უკავშირდება, არამედ რაოდენობრივ არასაკმარისობასაც. ისრაელი უკრაინასთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც დიდად არის დამოკიდებული შეერთებული შტატების მხრიდან თავდაცვითი რაკეტებით მომარაგებაზე და ზოგჯერ, როდესაც მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან გაშვებული რაკეტა ისეთ ადგილებში ჩამოვარდება, სადაც არც ხალხია და არც რაიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, მისი ჩამოგდების მიზნით თავდაცვითი რაკეტის გასროლა არ ხდება.