რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თბილისში, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

"ძალიან ჰგავს კიევურ მაიდანს. არავითარი ეჭვი არ არის, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონპროექტი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის პროცესის დაწყების საბაბად გამოიყენეს",- თქვა ლავროვმა.