ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა. მან საქართველოს ხელისუფლება სანქციებზე პოზიციის გამო აქამდეც შეაქო.

"ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლას, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიით უპასუხებს: "მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. ეჭვი არ მეპარება, რომ [დასავლეთს] საქართველოს მორიგ გამაღიზიანებლად გადაქცევა და სიტუაციის სააკაშვილის აგრესიულ დროში დაბრუნება სურს", - აცხადებს ლავროვი.