ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და ეს ეფექტი 5 წლის განმავლობაში გრძელდება. კვლევა ჟურნალ Aging and Disease-ში გამოქვეყნდა.
ავსტრალიის კვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, თუ როგორ შეიძლება ფიზიკურმა აქტივობამ თავიდან აგვაცილოს დემენცია და, კერძოდ, რა დონის ვარჯიშია ამისთვის საჭირო.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში (HIIT), რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდება, ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას იმ დონეზე ახდენს, რომ ეს ეფექტი წლების განმავლობაშიც ნარჩუნდება.
კვლევის ფარგლებში 65-85 წლის 151 მონაწილე ვარჯიშის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს: დაბალი ინტენსივობა, საშუალო ინტენსივობა და მაღალი ინტენსივობა.
ტვინის სკანირებისა და სისხლის ნიმუშების კომბინაციის გამოყენებით, მკვლევრებმა შეძლეს ტვინში ცვლილებების გაზომვა. მხოლოდ ინტენსიური ვარჯიშის ჯგუფმა აჩვენა მნიშვნელოვანი ცვლილებები. რაც ყველაზე საინტერესოა, ტვინზე ეს ეფექტი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა.
მკვლევრებს სურთ გამოავლინონ ტვინის ის მექანიზმები, რომლებიც მსგავს შედეგებს იძლევა. ასევე გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორები, ყველა ადამიანი ვარჯიშის მიმართ ერთნაირად არ რეაგირებს.