უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ქართველებს მიმართავს.
მისი თქმით, "საქართველოს მთავრობამ რუსეთის მიმართ მცოცავი დათმობები იმ დაპირებით დაფარა, რომ თავიდან აიცილებდა ეგრეთ წოდებულ „უკრაინულ სცენარს“, რაშიც გულისხმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში".
"საუბედუროდ, რისი მოწმეებიც დღეს საქართველოში ვართ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი. საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს უკრაინას 2013 წლის ნოემბერში. ივანიშვილი ისევე, როგორც მაშინდელი იანუკოვიჩი, იგივე გეგმას მიჰყვება. ზუსტად 11 წლის წინ, უკრაინის ღირსების რევოლუცია დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში. მაშინ უკრაინელები ფეხზე დადგნენ, უარი თქვეს იმაზე, რომ მათთვის თავისუფლება წაერთმიათ და მათმა ბრძოლამ შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა“, - აცხადებს კულება.
მისი თქმით, სქემა ნათელია: ჯერ თავისუფლებას წაგართმევენ, მერე დაგიწყებენ ცემას, შემდეგ კეთილდღეობა ქრება და რუსეთი გშთანთქავს.
"თბილისის ქუჩებში მყოფებს: თქვენი დღევანდელი ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე ის, რომ იყო პროევროპელი ან პრორუსი. საუბარია თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებაზე. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ. არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ", - მიმართავს კულება ქართველებს.
The Georgian government cloaked its creeping concessions to Russia with promises to avoid the so-called “Ukrainian scenario,” referring to Russia’s invasion of Ukraine. Tragically, what we are witnessing in Georgia today is precisely a Ukrainian scenario - but of a different…
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) November 29, 2024