საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2026 წლის პირველი ნახევრის ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ აქვეყნებს წინასწარ მონაცემებს.
საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.
2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 715 კაცით განისაზღვრა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330).
2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება მინუს 4 999 კაცი იყო.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




