მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო ავრცელებს.

„80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა მიხაილ მურაშკომ.

მისი ცნობით, ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.