მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ.