ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქეები თავდაპირველად აბაშიძის ქუჩაზე, ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ, სადაც სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ შეკრებილებმა აბაშიძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რის შემდეგაც მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართნენ.

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. აბაშიძე ორთაჭალაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.