თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მან აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების  შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღო. 

მისი თქმით, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ ჟენევაში წარმოდგენილ პროექტზე.

"ეს არანაირად არ არის წინადადებების ან შეთანხმებების ახალი ნაკრები", - განაცხადა კირ სტარემრმა. 

შეგახსენებთ, CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ "სამშვიდობო გეგმაზე" თანხმობა განაცხადა, თუმცა "უმნიშვნელო დეტალებზე" შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.