დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ავღანეთში ნატო-ს მოკავშირეების როლთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფელად და შემაძრწუნებლად მიიჩნევს.

სტარმერის თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ტრამპის ამ კომენტარებმა საზოგადოება გაანაწყენა.

„პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამებს შეურაცხმყოფელად და გულწრფელად შემაძრწუნებლად მივიჩნევ. არ მიკვირს, რომ ამან ასე გაანაწყენა ისინი, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ. მე რომ ასე ცუდად გამომსვლოდა, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდიდი“, – განაცხადა სტარმერმა ვიდეომიმართვისას.

კირ სტარმერმა პატივი მიაგო ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების 457 წევრს, რომელიც ავღანეთში მისიების დროს დაიღუპა. მისი თქმით, ქვეყანა არასდროს დაივიწყებს მათ მსხვერპლსა და სიმამაცეს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.

თარგმანი: პირველი არხი