კიევში, ჰოლოსიევსკის რაიონში კაცი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, მოკლული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) პოლკოვნიკი ივან ვორონიჩია.
გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ კაცი ახლო მანძილიდან ხუთი გასროლით მოკლეს, როდესაც ის ბინიდან გამოდიოდა. ის მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
გამოცემა Українська правда-ს СБУ-ს პრესსამსახურმა მათი თანამშრომლის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.
"კიევში, ჰოლოსიევსკის რაიონში СБУ-ს თანამშრომლის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. უსაფრთხოების სამსახური და ეროვნული პოლიცია დანაშაულის ყველა გარემოების დადგენისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამის ზომებს იღებენ". - აცხადებს СБУ-ს პრესსამსახური.