კოსოვოს გამოყოფამ სერბეთისგან, ბელგრადის თანხმობის გარეშე, განაპირობა ის, რომ ყირიმი გახდა რუსული და აღარასოდეს იქნება უკრაინის ნაწილი, - ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

"კოსოვო წაართვეს სერბეთს, ჩვენ ვაღიარეთ იგი და მხარს ვუჭერთ მას. მაგრამ როცა ამას აკეთებ ერთხელ იმ სახელმწიფოს ნების გარეშე, რომელიც ფლობდა კოსოვოს, ანუ სერბეთის და მანამდე იუგოსლავიის, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. და შემდეგ რუსებმა იგივე გააკეთეს... გასაგებია, რომ ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინის შემადგენლობაში. ეს იმდენად ცხადია, რომ ამას ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები და ამას ამბობდნენ ჯერ კიდევ ომის წინ", - ამბობს ხორვატიის ლიდერი.

მილანოვიჩმა დასავლურ საზოგადოებას მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ არც სერბეთს, არც გერმანიას და არც სხვა რომელიმე ქვეყანას, შეერთებული შტატების გარდა, არ შეუძლია იყოს რუსეთის თანაბარი მოწინააღმდეგე.