ხომალდი, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაკეტა, მეჩეჩიდან გაიყვანეს

1616998384
Bloomberg-ის ცნობით, ხომალდი Ever Given, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაკეტა, მეჩეჩიდან გაიყვანეს.
ხომალდი კონტეირმზიდია და იაპონურ კომპანია Shohei Kisen-ს ეკუთვნის და პანამის დროშის ქვეშ დაცურავს. ინციდენტი 23 მარტს მოხდა. გემმა ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო კურსი შეცვალა და სუეცის არხის სამხრეთ ნაწილში ერთი ხაზი გადაკეტა. სუეცის არხის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხაზის გახსნას 300-ზე მეტი გემი ელოდება.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება მოძრაობა სუეცის არხში.