გუშინ, ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტისპირა სოფელზე, სადაც არტილერიის დღესთან დაკავშირებით 128-ს სამთო-მოიერიშე ბრიგადის მებრძოლები დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად საზეიმო შეკრებაზე მყოფი 20 სამხედრო დაიღუპა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს შეკრებაზე მყოფმა რამდენიმე სამხედრომ და მოქალაქემ.
კარპატისპირეთის ოლქის ადმინისტრაციამ საბრძოლო დავალების არეალში ტრაგიკულად დაღუპულ 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის მებრძოლთა ხსოვნის პატივის მისაგებად ოლქის მთელ ტერიტორიაზე სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.