კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აშშ და ისრაელი მოკავშირეების იგნორსა და მათთან კონსულტაციების გაუმართაობაში დაადანაშაულა.

„კანადა დიდი ხანია, ირანს ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობისა და ტერორის მთავარ წყაროდ მიიჩნევს. იქაურმა რეჟიმმა ასობით ადამიანი მოკლეს, მათ შორის კანადელი მშვიდობიანი მოქალაქეები, და მილიონობით ადამიანს უდიდესი ტანჯვა მიაყენეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ირანმა არც ბირთვული პროგრამა შეაჩერა და არც ადამიანების ტანჯვა. კანადა ირანელი ხალხის გვერდით დგას რეჟიმის ჩაგვრის წინააღმდეგ მათ ხანგრძლივ და გაბედულ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში." - განაცხადა მან.

კანადის პრემიერმა არსებული ვითარება საერთაშორისო წესრიგის მარცხად შეაფასა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო წესრიგის მარცხის კიდევ ერთი მაგალითია. გაეროს უშიშროების საბჭოს ათწლეულების განმავლობაში მიღებული რეზოლუციების, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დაუღალავი მუშაობისა და სანქციებისა და დიპლომატიური ჩარჩოების სერიის მიუხედავად, ირანის ბირთვული საფრთხე კვლავ არსებობს. ახლა კი შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა იმოქმედეს გაეროსთან ჩართულობის და მოკავშირეებთან, მათ შორის კანადასთან კონსულტაციების გარეშე.

ცხადია, ვგმობთ ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს. ამ კრიზისის მოგვარება მოითხოვს უფრო ფართო პოლიტიკური გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას და დიპლომატიური ჩართულობა აუცილებელია უფრო ფართო და ღრმა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ყველა მხარემ უნდა აიღოს ვალდებულება, იპოვოს მდგრადი შეთანხმებები როგორც ბირთვული გავრცელების, ასევე ტერორისტული ექსტრემიზმის დასასრულებლად. კანადა ამ მიდგომას გააგრძელებს მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებთან და კონფლიქტის მონაწილეებთან“, – განაცხადა კარნიმ.