აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი მომავალ კვირაში ან უფრო ადრე, აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ მან მთავრობის კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

ტრამპი ვარაუდობს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან შესანიშნავი ურთიერთობა ექნებათ.

"მან გუშინ დამირეკა. მითხრა: "შევთანხმდეთ". ის ძალიან კარგი ჯენტლმენია. და ის თეთრ სახლში მალე ჩამოვა, მომდევნო კვირაში ან კიდევ უფრო ადრე", - თქვა ტრამპმა.

კარნიმ არჩევნებში ლიბერალური პარტიის გამარჯვების შემდეგ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მოახლოებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა ექნება.