კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვები კიდევ 42 ადამიანს და 21 იურიდიულ პირს შეეხო.

კანადური სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (მგიმო), გამოცემები „ვზგლიადი“ და „კომსომოლსკაია პრავდა“, სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“, „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება“ და სხვა კომპანიები.

სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის მოხვდნენ მგიმო-ს რექტორი ანატოლი ტორკუნოვი, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანტონ კოტიაკოვი, „როსთანამშრომლობის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი და სხვები.