აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა უკრაინისთვის1.5 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება მან უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გააკეთა.

ეს თანხა გათვალისწინებულია, მათ შორის უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გარდა ამისა, აღნიშნული დახმარების პაკეტიდან 379 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხრიდან გამოიყოფა, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.