ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, უკრაინაში ე.წ სპეცოპერაცია 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

კადიროვი ამტკიცებს, რომ "დასავლეთი დაიჩოქებს", ევროპულ სახელმწიფოებს კი რუსეთთან  ყველა სფეროში "თანამშრომლობა მოუწევთ".

"წლის ბოლომდე სპეცოპერაცია დასრულდება. ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ, რომ მათი ქმედებები არასწორია, დასავლეთი დაიჩოქებს და როგორც ყოველთვის, ევროპის სახელმწიფოებს რუსეთის ფედერაციასთან ყველა სფეროში თანამშრომლობა მოუწევთ", - ამბობს კადიროვი