უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო, ევროკავშირის მომავალი საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბრიუსელში გაიმართება და არა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც მინისტრთა უმრავლესობამ უნგრეთთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია დააფიქსირა.

"ჩვენ უნდა გაგზავნოთ სიგნალი, თუნდაც ეს სიმბოლური სიგნალი იყოს, რომ ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლასა და ევროკავშირის პოლიტიკის დისკვალიფიკაციას, როგორც ომის პარტია, რეაგირება ექნება“, – განაცხადა ბორელმა.